ქაბულის აეროპორტზე დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა,- ინფორმაციას მედიასაშუალებები თვითმხილველებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემამ მათი მოგერიება შეძლო.
ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.