დღეს პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის” პრეზენტაცია გაიმართება

30 Aug 2021 12:47

დღეს პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის” პრეზენტაცია გაიმართება. ახალ პოლიტიკურ პლატფორმას „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძეც უერთდება.

პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ 21:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ის პარტიები თუ ცალკეული სუბიექტები, რომლებსაც პლატფორმა აერთიანებს.


რაც შეეხება კანდიდატების წარდგენას, დედაქალაქის მასშტაბით მაჟორიტარებისა და თბილისის მერის კანდიდატურას “მესამე ძალა” პირველ სექტემბერს წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი ნომრით წარდგება.



კომენტარები:

ფართი შოპი