ირაკლი ღარიბაშვილი - 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

30 Aug 2021 13:17

300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

 




კომენტარები:

ფართი შოპი