იაგო ხვიჩია - მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს

30 Aug 2021 14:19

მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნის დაანონსებას, სადაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.


მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც ახალ გაერთიანებაში იქნებიან, თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ხვიჩია მიიჩნევს, რომ მეტი შანსი მაშინ არსებობს, როცა მიზანი პირველობაა.


„რაც შეეხება პერსპექტივებს, ადამიანები ახლა იკრებენ ღონეს და ერთად დავაკვირდეთ, არჩევნებზე როგორი მოღონიერებული იქნებიან. მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო ჩემს კოლეგებს. ყველა თამაშში შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებ. ჩვენ ჯერ თამაში საერთოდ არ ვიცით, რადგან ყველა პარტია ბიუროკრატიული საბუთების შეგროვებით არის დაკავებული. სჯობს, თამაშს დავაკვირდეთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი