არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება იყენებს ამ ინსტრუმენტს ხმების მოსასყიდად - ლაშა დამენია 300-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების დაკანონების შესახებ

30 Aug 2021 14:34

როგორც დამენია აღნიშნავს , ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო ეს ბინები დაეკანონებინა თვეების უკან და წლობით არ გაეწამებინა დევნილები, მაგრამ ახლა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, ხმების მოსაზიდად უკანონებს მათ ბინებს.


„უტიფარი და უსინდისო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ეს ბინები დაეკანონებინა თვეების უკან და წლობით არ გაეწამებინა დევნილები, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ის უბრალოდ იყენებს, რათა ხმები მოისყიდოს, ეს „ქართული ოცნების“ ჩვეული სტილია, 9 წლის განმავლობაში მხოლოდ მოსყიდვით და ძალადობით ცდილობს არჩევნებში მოგებას, მაგრამ ეს არჩევნები ის არჩევნები იქნება სადაც „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლების სადავეებს.“ - განაცხადა დამენიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი