შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, "სტრატეგია აღმაშენებელში" მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტზე პრეტენზიები რეალობას არ შეესაბამება და „მესამე ძალობით“ დაკმაყოფილდებიან

30 Aug 2021 18:19

როგორც ჩანს, "სტრატეგია აღმაშენებელში" მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტზე პრეტენზიები რეალობასთან შესაბამისობაში არაა და მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან,- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნის დაანონსებას, სადაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.


მისი თქმით, მჭექარე სახელწოდება ბევრს არაფერს ნიშნავს და მთავარი შინაარსია.


"ერთია სახელწოდება და მეორე შინაარსი. ბევრი გვინახავს მჭექარე სახელწოდებით, მაგრამ ნულოვანი შინაარსით. მთავარია, რომ შინაარსით დატვირთონ, თუკი მათ სურთ სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნა. ერთი რაც შეიძლება ითქვას -აქამდე "სტრატეგია აღმაშენებლისგან" გვესმოდა პრეტენზიები, მათ შორის, პრემიერ- მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს პრეტენზიები რეალობასთან მთლად შესაბამისობაში არ მოდის და ახლა მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან,"-განაცხადა პაპუაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი