„სუსმა“ უნდა გამოიძიოს თუ როგორ დააფუძვნა საქართველოში მან კომპანია, საქართველოს მოქალაქეების დახმარების გარეშე“ - ბესიკ დონაძე

30 Aug 2021 18:38

„კომპანიის დაფუძვნების შესახებ „სუსი“ არაფერს გვეუბნება მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა და უკან წავიდა ეს არაფერს არ ნიშნავს,“ - ასე ეხმაურება ისნის საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ დონაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას და კონტ-დაზვერვა და დაზვერვა საერთოდ ჩამოშლილია, ადამიანი 2019 წელს ისე შემოვიდა და გავიდა ქვეყნიდან ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო ამას ემატება ის, რომ 2020 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციაში გასცა მინდობილობა პიროვნებაზე ვინმე რიაკოვზე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და დააფუძნა კომპანია, გივი ცაწკრიაშვილმა მას საკუთარი ბინა დაუთმო იმისათვის, რომ კომპანიას ჰქონოდა იურიდიული მისამართი და ამის შესახებ „სუსი“ არ გვეუბნება არაფერს, მხოლოდ ის, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა და უკან წავიდა ეს არაფერს არ ნიშნავს, „სუსმა“ უნდა გამოიძიოს მან საქართველოში კომპანია როგორ დააფუძვნა, საქართველოს მოქალაქეების დახმარების გარეშე ეს პიროვნება საქართველოში ვერ დააფუძნებდა კომპანიას.




კომენტარები:

ფართი შოპი