მედია - ქაბულის აეროპორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

30 Aug 2021 19:18

ქაბულის აეროპორტზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ინფორმაციას Reuters-ი დაჯგუფების კუთვნილ Nasher News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


”ყოვლისშემძლე ღვთის წყალობით, ხალიფატის ჯარისკაცები ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს “კატიუშას” ტიპის ექვსი რაკეტით დაესხნენ თავს”, - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემამ ქაბულის აეროპორტის მიმართულებით დილით გასროლილი 5 რაკეტა ჩამოაგდო.




კომენტარები:

ფართი შოპი