თამარ ტალიაშვილი: „იმედია ეს ინიციატივა ჩაიწერება მეათე მოწვევის პარლამენტში ზეპარტიული კონსენსუსის კარგ მაგალითად“

30 Aug 2021 19:49

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ  კანონპროექტი ინტერპარტიული თანამშრომლობის შედეგია და იმედია ჩაიწერება მეათე მოწვევის პარლამენტში ზეპარტიული კონსენსუსის კარგ მაგალითად.

 

„მინდა ხაზი გავუსვა წარმოდგენილი ინიციატივის მნიშვნელობას.

პირველ რიგში ეს არის ნორმატიული განმტკიცება 3 წლის წინ საქარველოს კონსტიტუციაში ასახული უაღრესად მნიშვნელოვანი პოსტულატის ,რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ვალდებულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფასთნ დაკავშირებით.


პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები და სხვა აქტები ამ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად ქმნის ჯაჭვს, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირებს.

 

მეორე გარემოება, რასაც მინდა გავუსვა ხაზი არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამ ინიციატივის გარშემო ქართული ოცნების გარდა გაერთიანდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც. 


ეს ინტერპარტიული თანამშრომლობის შედეგია და იმედია ჩაიწერება ამ მოწვევის პარლამენტში ზეპარტიული კონსენსუსის კარგ მაგალითად.“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა

 


კომენტარები:

ფართი შოპი