"ამის მერე არაფერი მახსოვს, სანამ ჟანგბადის აპარატი არ დამიყენეს... არ ვარ ვაქცინირებული და ეს დიდ შეცდომად მიმაჩნია" - რას წერს ოთარ ტატიშვილის კოვიდინფიცირებული შვილი

30 Aug 2021 21:47

ექი­მის, მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვან ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, მომ­ღე­რა­ლი შოთი ტა­ტიშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას უამ­ბობს.


"დი­დად პოს­ტე­ბის წე­რით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, თუმ­ცა ამ სა­კითხს გვერდს ვერ ავუვ­ლი­დი. ზოგ­მა იცით, ზოგ­მა - არა, ვი­ყა­ვი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი (აჭა­რის კლას­ტე­რი) თა­ვი­დან სახ­ლში და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა, თუმ­ცა მე 3 დღეს ცუ­დად გავ­ხდი და სუნ­თქვა გა­მი­ჭირ­და და გად­მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში, მკურ­ნა­ლო­ბას ვაგ­რძე­ლებ­დი პა­ლა­ტა­ში 3 დღის მან­ძილ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, მდგო­მა­რე­ო­ბა და­მიმ­ძიმ­და და ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 ქუ­ლამ­დე ავი­და და გავ­ხდი ძა­ლი­ან ცუ­დად.


გო­ნე­ბა და­მე­ბინ­და, სა­ტუ­რა­ცია და­მი­ვარ­და და­ბალ­ზე და სას­წრა­ფო წე­სით გა­მა­ქა­ნეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, რომ­ლის გზის გავ­ლა მახ­სოვს ფრაგ­მენ­ტუ­ლად და მძი­მედ. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შეს­ვლი­სას კი დამ­ხვდა სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, პრო­ფე­სი­ი­სა, თუ ასე შემ­დეგ, უამ­რა­ვი ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი, ამან ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და­ამ­ძი­მა და ამის მერე აღარ მახ­სოვს არა­ფე­რი, სა­ნამ ჟანგბა­დის აპა­რა­ტი არ და­მი­ყე­ნეს.


რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4 დღე დავ­ყა­ვი. რო­გორც ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, გა­მო­მაძ­ვრი­ნეს იმ ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა თქმა რად მინ­და, მე თვი­თო­ნაც ვგრძნობ­დი, ახლა სა­ბედ­ნი­ე­როდ პა­ლა­ტა­ში ვარ და ვაგ­რძე­ლებ რე­ა­ბი­ლა­ტა­ცი­ას და ღმერ­თის და ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის და მალე უკვე სახ­ლს და­ვუბ­რუნ­დე­ბი.


რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მებს, ეს ხალ­ხი არის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მქო­ნე, ჩემი თვა­ლით რომ არ მე­ნა­ხა, ვერც კი და­ვი­ჯე­რებ­დი ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ შრო­მას და რე­სურსს! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ო­ცარ პრო­ფე­სი­ო­ნალს, დის­ციპ­ლი­ნის ეტა­ლონს, სიმ­შვი­დის და სუ­ლი­ე­რე­ბის სა­ო­ცარ მა­გა­ლითს ბა­ტონ ლე­ვან რა­ტი­ანს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენტზე ისე ზრუ­ნავს, ღე­ლავს და გა­ნიც­დის, რო­გორც სა­კუ­თარ შვილ­ზეე!


მად­ლო­ბა ყვე­ლა უმ­ცროს და უფ­როს ექიმს, მად­ლო­ბა ყვე­ლა ექთანს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით გვივ­ლი­ან მად­ლო­ბა სა­ნიტ­რებს, ყვე­ლა პერ­სო­ნალს, ვინც აქ და­ა­ბი­ჯებს თა­ვის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კად, რომ შენ კარ­გად იყო !!!


PS: სამ­წუ­ხა­როდ, არ ვარ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და ეს ჩემ დიდი შეც­დო­მას მი­მაჩ­ნია, თუმ­ცა რო­გორც კი შან­სი მექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ავიც­რე­ბი!


არა­ვის არ მო­ვუ­წო­დებ უბ­რა­ლოდ სუ­ბი­ექ­ტუ­რი რჩე­ვაა, რომ აიც­რათ და ის გზა არ გა­ი­ა­როთ, რაც მე გა­ვი­ა­რე! და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი თავი და სხვე­ბი! რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და ინ­ტენ­სი­ურ­ში არ­ცერ­თი აც­რი­ლი პა­ცი­ენ­ტი არ ყო­ფი­ლა ყვე­ლა აუც­რე­ლი იყო­ოო ! #აი­ცე­რი", - წერს შოთი ტა­ტიშ­ვი­ლი.




კომენტარები:

ფართი შოპი