ანა ბიბილაშვილი - „ელიავას ბაზრობის“ საკითხი კიდევ ერთი მაგალითია, რომ კალაძეს არჩევნების დროს ახსენდება თბილისის პრობლემები და ჩვენი მოქალაქეები

30 Aug 2021 22:39

სამწუხარო გარემოებაა, რომ პანდემიის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა იქ დასაქმებულმა ადამიანებმა არ იციან, როგორ გადაწყვიტა ერთმა კაცმა მათი ბედი. 


“ელიავას” საკითხი თბილისს წლებია აწუხებს, ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მერობის ყველა კანდიდატს, მათ შორის  კალაძეს, წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდა დაპირება, რომ საკითხი გადაწყდებოდა ადგილობრივი დასაქმებულების და საკუთრების ინტერესის დაცვით. 


წლების განმავლობაში, ადგილობრივი დასაქმებულები და მიწის მესაკუთრეები, ითხოვდნენ ელიავას ტერიტორიის განვითარებასა და საკუთარი რესურსით მოამზადეს ელიავას ტერიტორიის განვითარების პროექტი. 


„ელიავაზე“ მომუშავე ადამიანებთან ერთად, პირადად როგორც ურბანისტი, ჩართული ვიყავი, პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვების შემუშავების პროცესში, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულყო სივრცე, თითოეული ადამიანის აზრის გათვალისწინებით და საბოლოო შედეგი ქალაქისთვისაც მისაღები ყოფილიყო.


კალაძის განცხადება ადასტურებს, რომ მას მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება „ელიავა“, როგორც თბილისის მწვავე პრობლემა, ის არ უსმენს მოქალაქეებს და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. 


ლელოს ხედვით, ელიავას განვითარებისას პირველ რიგში დაცული უნდა იქნეს აქ მომუშავე ასეულობით ადამიანის უფლება და ინტერესი. გარემოს დამაბინძურებლები ორგანიზებულად უნდა იქნეს გატანილი სივრციდან, ხოლო არსებული სივრცე უნდა მოეწყოს კომბინირებული სარეკრეაციო-კომერციული ფუნქციით. ელიავას ტერიტორიას აქვს ის დიდი პოტენციალი, როდესაც სწორ გადაწყვეტილებას შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს როგორც თბილისს, ისე მკვეთრად გააუმჯობესოს აქ დასაქმებულთა და მესაკუთრეთა მდგომარეობა.





კომენტარები:

ფართი შოპი