მამუკა წოწერია ანაკლიაში მოსახლეობას დგებუაძის და გამსახურდიას ქუჩებზე შეხვდა

31 Aug 2021 12:02

„ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებს ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატში ანაკლიაში გამსახურდიას და დგებუაძის ქუჩაზე შეხვდა. მამუკა წოწერიამ ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები გააცნო. 


მერობის კანდიდატთან ერთად შეხვედრებზე პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქეთევან ესართია მონაწილეობდნენ. ანაკლიაში მოწესრიგდა წყლის და წყალარინების სისტემები, აშენდა თანამედროვე საბავშვო ბაღი, ასევე საგანგებო სიტუაციის მართვის ცენტრი. 


შეხვედრებზე მთავარ პრობლემად მოსახლეობამ შიდა გზების მოწესრიგება დაასახელა.


„ქართული ოცნება" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს შეხვედრებს. დღეს, პარლამენტის მაჟორიტარ ირაკლი ჩიქოვანთან და ანაკლიის დეპუტატობის კანდიდატთან ქეთევან ესართიასთან ერთად, ვიმყოფებოდით ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, აღსანიშნავია, რომ სოფელს ყველა ძირითადი კომუნალური ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული აქვს და ასევე აღსანიშნავია, რომ აშენდა უახლესი ტექნოლოგიით საბავშვო ბაღი, ასევე საგანგებო სიტუაციის მართვის ცენტრი და რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ერთად შევისწავლეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც აწუხებს ადგილობრივებს. ეს გახლავთ შიდა საუბნო გზების მოწესრიგება ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელსაც მდინარე ენგური უქმნის წყალმოვარდნების დროს მოსახლეობას. 


ამ საკითხის მოგვარებაზე უკვე ვმუშაობთ, საუბარია კაპიტალურ პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ სტიქიური წყალმოვარდნების პრობლემა აცილებული იქნება სოფლისთვის და შესაბამისად ეს უდიდესი გამოწვევა, სოფლის პირველადი გამოწვევა მოგვარებული იქნება“ - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი