ვატო სურგულაძე - რატომ ვაკეთებთ ყველაფერს უკუღმა? ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება მალე

31 Aug 2021 13:43

ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მან ასევე ისაუბრა ე.წ. ვაქცინაციის ავტობუსებზე და აღნიშნა, რომ იდეა კარგი იყო, მაგრამ ვერავინ გაითვალისწინა, რომ ეს ავტობუსები მეტროსთან გაჩერდნენ და მეტროსთან არავინ დადის.


„ტრანსპორტი, განსაკუთრებით მიწისზედა, ინფექციის გადაცემის ყველაზე დაბალი წყაროა. მთელ მსოფლიოში ასეა და თუ სადმე ტრანსპორტი იკეტება, ის ყველაზე ბოლო რიგშია. ჩვენ კიდევ უკუღმა დავიწყეთ, ჩავკეტეთ მიწისზედა ტრანსპორტი, რომელიც სხვებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად კარგად იყო მოწესრიგებული. პრაქტიკულად ყველა ატარებდა ნიღაბს, 15 წუთზე მეტი კონტაქტი არ ჰქონდათ. 


ისედაც მცირე ეკონომიკური შემოსავალი ბევრი ადამიანისთვის კიდევ შემცირდა. არც ისე ცუდი იყო, როდესაც თბილისის მერიამ გადაწყვიტა, ე.წ. ვაქცინაციის ავტობუსები გაეშვა. 


იდეა კარგი იყო, მაგრამ ვერავინ გაითვალისწინა, რომ ეს ავტობუსები მეტროსთან გაჩერდნენ და მეტროსთან არავინ დადის. ადამიანი რომ ჩავიდეს მეტროსადგურთან, იქაც შესაბამისი ტრანსპორტი სჭირდება. ვაქცინაციის ავტობუსების იდეა ჩაფლავდა იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს. რატომ ვაკეთებთ ყველაფერს უკუღმა? ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება მალე. 4 სექტემბერს ნუ დაელოდებიან, ხვალაც კი შეიძლება და ზეგ თუ მოინდომებენ, რომ ტრანსპორტი ამუშავდეს“,-განაცხადა სურგულაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი