„ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ ქვეყანაში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებზე და ვაქცინაციის ჩავარდნილ პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

31 Aug 2021 14:35

“ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ გახსნას მიწისზედა ტრანსპორტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შემუშავდა გეგმა, რომ 14 აგვისტოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ემოძრავათ ვაქცინაციის მხოლოდ დიდი ცენტრებისკენ, ეს არ ეხებოდათ პატარა ცენტრებს, რის გამოც მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების პრობლემები და გადაიტვირთა დიდი ცენტრები. 


განსაკუთრებით ეს პრობლემა შეეხოთ პენსიონერებს. იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში არის მწვავე ეპიდსიტუაცია, ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ამ დროს გადაადგილების შეზღუდვა და ვაქცინაციის შესაძლებლობების მოხსნა არის უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს სადაც ადამიანებს არ ითვალისწინებენ.”- ანა ბიბილაშვილი.


პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ.


“მსოფლიო მასშტაბით მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ინფექციის გადაცემის ყველაზე დაბალი წყარო, რადგან ტრანსპორტში ხალხს დიდი ხნით შეხება არ აქვთ ერთმანეთთან. თუ სადმე ტრანსპორტს კეტავენ 


ის იკეტება პირველ რიგში, ჩვენ კიდევ დავიწყეთ უკუღმა. მოსახლეობას ამის გამო ეკონომიური მდგომარეობა გაუუარესდათ. მერიამ ასევე შეიმუშავე გეგმა ვაქცინაციის ავტობუსებზე, სადაც მსურველებს შეეძლებოდათ მისვლა და აცრა, თუმცა ვაქცინაციის ავტობუსები, ჩერდებიან მხოლოდ რამდენიმე მეტრო სადგურთან. 


მეტრომდე რომ ადამიანი მივიდეს იქაც შესაბამისი ტრანსპორტი სჭირდება, სწორედ ამის გამო, რომ არ მუშაობს ტრანსპორტი ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების გეგმაც ჩავარდა,-ვატო სურგულაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი