„ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა მათი მხრიდან“ - გიგი წერეთელი

31 Aug 2021 14:44

„ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე, ამას ვინ დაიჯერებს, ეს არის ზღაპარი და არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.


 „ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას ეს არის სრული დამსახურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, იმ პოლიტიკის, რომელიც არის შეუთავსებელი ევროკავშირის ვალდებულებებთან, ხელშეკრულებიდან გასვლა ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობა და ის მოდელი მართველობის, რაც დღეს საქართველოშია, განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არის აბსოლიტურად არაადეკვატური, ქვეყანა ვალებში იხრჩობა, ძალიან კარგად ვიცით კატასტროფული ვალებია აღებული და ახლა თითქოს დაიწყო ვალების გასტუმრება და ამ ეგიდით უარის თქმა ამ დახმარებაზე, ამას ვინ დაიჯერებს, ეს არის ზღაპარი და არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ და უთხრან: “ნახეთ რა მაგრები ვართ, არ ვეპუებით ევროკავშირს“, სამწუხაროდ ეს არის ქვეყნისთვის ნაბიჯი სანქციისკენ ის, რომ ვერ იღებს ქვეყანა დახმარებას, ეს გარკვეულწილად არის სანქციის ფორმა და ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ თუ მას რეალურად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია.“ - განაცხადა წერეთელმა.



კომენტარები:

ფართი შოპი