დავით ჭიჭინაძე - თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა "ქართული ოცნების" მესაფლავე, ახლა "ოცნება" უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ

31 Aug 2021 17:58

თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა "ქართული ოცნების" მესაფლავე, ახლა ვამბობ, რომ "ოცნება" უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ და გადავიჩეხებით, თუ ქვეყანას "ოცნებას" არ ჩამოვაშორებთ , - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც რითაც ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ევროპულ დახმარებაზე და კრედიტებზე უარის თქმას ვიზალიბერალიზაციის და გადმორიცხვების ჩაკეტვა მოყვება, რაც ქვეყანას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს.


„თუ ასეთი მძლავრი ეკონომიკა გვაქვს, მაშინ რატომ ვმათხოვრობთ ყოველ წელს იმ ვალის მომსახურებაზე, რომელიც გვაკისრია და მუდამ მის გადავადებას ვთხოულობთ?! 

როგორც ჩანს ღარიბაშვილის და მიშელის დახურული შეხვედრაზე საკმაოდ მძიმე საუბრი შედგა და მათი პატრონი ივანიშვილი, იძულებული გახდა ახალი პარტნიორი ეძებოს... სწორედ ეს ახსნა აქვს "ოცნების" ორი ირაკლის აბსურდული და გამაოგნებელ განცხადებებს. შედეგი კი იქნება ის, რომ 3 ოქტომბერს სრულიად საქართველო გამოვა ქუჩაში და არა მარტო ოპოზიცია, რადგან, "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ევროპელ პარტნიორებთან არსებული ყველა შეთანხმება და ამით მომავალი წაართვეს ქვეყანას. ევროპულ დახმარებაზე და კრედიტებზე ისე თქვეს უარი, არც კი აინტერესებთ, რომ ამას უკვე ვიზალიბერალიზაციის, გადმორიცხვების ჩაკეტვა მოყვება, რაც ქვეყანას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს. რომ ამით უდიდეს პრობლემებს უქმნიან საქართველოს იმ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც ევროკავშირშია დასაქმებული და ვისი გადმორიცხვებიც აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას და ბოლომდე მშიერს არ ტოვებს ადამიანებს. 


ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად გაუაზრებელი ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურად ამხელა სიკვდილიანობას იწვევს. მოკლედ, თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა "ქართული ოცნების" მესაფლავე ახლა ვამბობ, რომ "ოცნება" უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ და გადავიჩეხებით, ქვეყანას "ოცნებას" თუ არ ჩამოვაშორებთ”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი