“ევროპული საქართველოს” წევრმა და ისნის საერთო ოპოზიციურმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესიკ დონაძემ საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა

31 Aug 2021 18:12

ისნის მოქმედი გამგებელი და არჩევნებში მართველი პარტიის მაჟორიტარიბის კანდიდატი ისანში, იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და საკუთარი თანამშრომლები ჩართული ჰყავს წინასაარჩენო აგიტაციაში.“ - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა და ისნის საერთო ოპოზიციურმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესიკ დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი პარალელურად არის მოქმედი გამგებელი, იგი თავის თანამშრომლებს იყენებს წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც ფიზიკურად ისე სოციალური ქსელებში პოლიტიკური აგიტაციით, გამომდინარე აქედან მივმართავ საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მოკვლევა, შემდეგომში კი აღიკვეთოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი.“ -  გადაცხადა დონაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი