ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე ავიყვანთ, პანდემიას უფრო მალე შევაკავებთ

31 Aug 2021 19:08

სამწუხაროდ, პირბადის ტარების ნიშნული 50%-ზე დაბლა, 47-ზე ჩამოვიდა, არადა ეს მთავარია, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე ავიყვანთ, პანდემიას უფრო მალე შევაკავებთ.


„პირბადის ტარების მაჩვენებელი აუცილებლად უნდა ავწიოთ 75, 85, 95%-მდე და ეს მაჩვენებელი თუ გვექნება და ყველამ გავითავისეთ, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარია აცრებთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. მოდით, ყველამ ვთქვათ და სამი თვე ვატაროთ პირბადე, თუ 95 პროცენტზე ავიყვანთ, დარწმუნებული იყავით, რომ პანდემია უფრო მალე შეკავდება.




კომენტარები:

ფართი შოპი