სიღნაღის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი: მიზანდასახულობას, ცოდნასა და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი

31 Aug 2021 19:51

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.


შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა და კანდიდატმა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წარმატებულ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს განათლების მნიშვნელობაზე, მათი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობასა და გააქტიურების შესახებ ისაუბრა.


"მიზანდასახულობას, ცოდნასა და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, არასდროს დაგეზაროთ სწავლა, განათლების მიღება, იოცნებეთ გაბედულად და დაისახეთ მაღალი მიზნები. იარეთ წინ, სადაც იპოვით საკუთარ თავს იქ რეალიზდით. თვენი აქტიურობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე წარმატების მისაღწევად,“ - აღნიშნა საუბრისას მალხაზ ბეგიაშვილმა.


შეხვედრის დასასრულს, კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზე, განსახორციელებელ გეგმებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე ისაუბრა ახალაგზრდებთან და მათთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის სურვილი გამოთქვა.




კომენტარები:

ფართი შოპი