კახა კუჭავა - პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70%-მდე უკვე აცრილია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, სრულად მოვახდენთ მალე ვაქცინაციის დასრულებას

31 Aug 2021 20:19

„პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70%-მდე უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, სრულად მოვახდენთ მალე ვაქცინაციის დასრულებას, რაც უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.


მან განსაკუთრებული მადლობა გადაუცხადა ექიმებს პანდემიასთან ბრძოლაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

 

„რა თქმა უნდა, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს.  დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული იქნა ახალი რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვან რეკომენდაციები და მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ, რაც ერთადერთი გზაა საბოლოოდ დავძლიოთ ეს პანდემია“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი