წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა

31 Aug 2021 22:31

მერობის კანდიდატმა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.


“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას ვესტუმრე.


ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ამ სოფელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ზოვრეთი-საზანოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი. ამჟამად, ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას წყალმომარაგება წარმოადგენს.


მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. 


არის გარკვეული  პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი გუნდისა და თანამოქალაქეების თანადგომით”- განაცხადა ვასილ გველესიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი