პარტია ,,ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

31 Aug 2021 23:27

ვახტანგ ბერიძემ მორიგი შეხვედრა  ,,ხიხანის ხეობის“ სოფლების: ზემო თხილვანის, ქვემო თხილვანის, ბაკოს, მთისუბნის, ხიხაძირის, სკვანისა და კალოთის ამომრჩევლებთან გამართა, მოისმინა მათი საჭიროებები და ადგილობრივებს სამომაბლო პრიორიტეტები გააცნო.



,,ამ ულამაზეს ხეობაში განსაკუთრებულად გამორჩეული, მშრომელი,  სტუმართმოყვარე და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. როგორც ყოველთვის, დღევანდელ შეხვედრაზეც, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ამ ხალხისგან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა, რაც მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას და ძალას, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გავაგრძელო ღირსეული მსახურება ჩვენი ხულოს უკეთესი მომავლისთვის"- ვახტანგ ბერიძე


ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!


კომენტარები:

ფართი შოპი