გურიის რეგიონის სოფლებში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს

01 Sep 2021 12:30

სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლ აცანაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად გაეცნო.


სამხედრო ექიმები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით ამჯერად „სინოვაკის“ ვაქცინით არის შესაძლებელი. მათ აქვთ შესაძლებლობა ვაქცინაცია სოფლიდან გაუსვლელად ჩაიტარონ.


გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით შეუფერხებლად მიმდინარეობს ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკასა და ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურის კლინიკებში -,,მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“, ასევე, ოზურგეთში- კლინიკა „მედალფაში“ და შეკვეთილში, ემერჯენსის შენობაში - სამედიცინო ცენტრ ,,დოსტაქარში“.




კომენტარები:

ფართი შოპი