საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა

01 Sep 2021 13:33

საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა.


საქსტატის მონაცემებით, თუ 2020 წელს სხვადასხვა კულტურები 150,5 ათას ჰექტარ ფართობზე დაითესა, წელს 147,4 ათასი ჰექტრის ათვისება მოხდა.


მცირედით გაზრდილია მხოლოდ მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) ნათესები. წელს ეს კულტურები 103,5 ათას ჰექტარზე დაითესა, შარშან 102,1 ათას ჰექტარზე.


რაც შეეხება კარტოფილს და ბოსტნეულ-ბაღჩეულს, 2021 წელს ეს კულტურები 30 ათას ჰექტარზე დაითესა, შარშან 31,5 ათას ჰექტარზე.


ასევე შემცირდა სხვა კულტურების ნათესი ფართობები 16,9 ათასი ჰექტრიდამ 14 ათას ჰეტრამდე.


წყარო:  "ინტერპრესნიუსი" 


კომენტარები:

ფართი შოპი