საქართველოში საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, თუ 2020 წელს სხვადასხვა კულტურები 150,5 ათას ჰექტარ ფართობზე დაითესა, წელს 147,4 ათასი ჰექტრის ათვისება მოხდა.
მცირედით გაზრდილია მხოლოდ მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) ნათესები. წელს ეს კულტურები 103,5 ათას ჰექტარზე დაითესა, შარშან 102,1 ათას ჰექტარზე.
რაც შეეხება კარტოფილს და ბოსტნეულ-ბაღჩეულს, 2021 წელს ეს კულტურები 30 ათას ჰექტარზე დაითესა, შარშან 31,5 ათას ჰექტარზე.
ასევე შემცირდა სხვა კულტურების ნათესი ფართობები 16,9 ათასი ჰექტრიდამ 14 ათას ჰეტრამდე.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"