„საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გვაშორებს მას“ - გიგი წერეთელი

01 Sep 2021 15:48

„ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან.“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა


„ძალიან სამწუხაროა, რაც გვესმის ვიტყოდი, რომ არამხოლოდ არაპოლიტიკური არამედ არაადეკვატური განცხადებები იმ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვთ საქართველოს მეგობრებს ამ შემთხვევაში ევროკავშირს, ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან. იმის მაგივრად, რომ ეს ჟესტი იყოს ადეკვატურად გაგებული და საზოგადოებისთვის ახსნილი, ის ნაბიჯები, რასაც დგამს საქართველოს ხელისუფლება არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქს პანდემიური მდგომარეობა ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.“ - განაცხადა წერეთელმა


კომენტარები:

ფართი შოპი