„ეს არჩევნები უნდა გახდეს ის გადამწყვეტი ნაბიჯი, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ხელისუფლებას და საქართველო დაადგება განვითარების გზას.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის სანქცია არის პირდაპირი გზავნილი „ქართული ოცნებისათვის“, რომ მათ ყველაფერი გააკეთოონ იმ რეფორმების გასატარებლად, რათა მივიღოთ ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო, თუმცა ამის იმედი არც საქართველოს მოსახლეობას და არც ქართულ ოპოზიციას არ აქვს, ამიტომ ეს არჩევნები უნდა გახდეს ის გადამწყვეტი ნაბიჯი, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ხელისუფლებას და საქართველო დაადგება განვითარების გზას.