დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

01 Sep 2021 19:19

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ - კიანეთის, ჯავშანიანის, მუშევანისა და ქვეშის ამომრჩეველს, მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ლომიძესთან ერთად შეხვდა.


 „მე პირადად თქვენი მერობით კმაყოფილი ვარ,  ძალიან გულისხმიერი ადამიანი ხართ “  ამ სიტყვებით შეხვდა  სოფელ კიანეთის მკვიდრი გულიკო სარუხანოვა მმართველი გუნდის კანდიდატს. მან სოფლის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისთვის და მათდამი გამოჩენილი ყურადღებისათვის.


შერაზადიშვილის თქმით კი მსგავსი შეფასებების მოსმენა მოქალაქეებისგან  - არის დამატებითი სტიმული,  რომ კიდე უფრო მეტად  დაიხარჯო და იშრომოი უკეთესი მომავლისთვის.


მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგემები გააცნო, მოისმინა მათი საჭიროებები და  ისაუბრა  განხორციელებულ პროექტებსა თუ  პროგრამებზე.

“ჩვენ, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები დროულად დავძლიოთ”, -განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

 



კომენტარები:

ფართი შოპი