პრემიერი სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა

01 Sep 2021 21:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში,  სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ უმასპინძლა.

 

მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი