პრემიერ-მინისტრი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა

01 Sep 2021 22:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა.

 

მთავრობის მეთაურმა ტაძარი ვანისა და ბაღდათი მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან ერთად მოილოცა, რომელმაც პრემიერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 

ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.


კომენტარები:

ფართი შოპი