მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე - მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას

01 Sep 2021 22:25

მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ფესბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რითაც თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას გამოეხმაურა.


„მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას. კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს? კახი პირველივე ტურში იგებს!“ - წერს მამუკა მდინარაძე.


ცნობისთვის, გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.




კომენტარები:

ფართი შოპი