ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსურის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს

01 Sep 2021 22:53

იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსურის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, გიორგი გახარია არის „ნიკანორ მელიასთვის გადამგდარი ყოფილი პრემიერი“ და მასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული შეფასების გაკეთებას არ აპირებს.


„მე სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებდი, ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირიად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა, ეს ბუნებრივი მათ არ გამუვათ. კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. 


მას აქვს კონკრეტული დავალება, თუმცა ეს დავალება შესრულებადი არ არის. იყო კომუნიკაციის მცდელობა შაუმავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს. დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძეს და გახარიას შორის. საუბრის ერთადერთი თემა იყო ის, რომ გახარია მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზე კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვეაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი