გიორგი გახარია: „საქართველოს თითოეული მოქალაქე თბილისში და სხვა ქალაქებშიც იმსახურებს უკეთეს , ღირსეულ, სამართლიან ცხოვრებას და ეს არ არის ოცნება - ეს არის რეალობა"

02 Sep 2021 09:38

გიორგი გახარიამ დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სია, მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა, თბილისის მერობისათვის ბრძოლაში კი თავად ჩაერთო.

„ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ თბილისზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ არჩევნებზე, რომელიც დიდი ხანია გასცდა მუნიციპალურ განზომილებას. ჩვენ ვამბობთ, რომ ცვლილებები იწყება აქედან და აქ! და ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე თბილისში და სხვა ქალაქებშიც იმსახურებს უკეთეს , ღირსეულ სამართლიან სიცოცხლეს და ცხოვრებას. და ეს არ არის ოცნება, ეს არის რეალობა. ეს ის რეალობაა, რომელიც უნდა მოვიტანოთ ცვლილებებით და რაც მთავარია ეს ცვლილებები უნდა იყოს ღირსებაზე, კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.  




კომენტარები:

ფართი შოპი