ანაკლიაში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

02 Sep 2021 13:32

,,კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის  დამატებითი  სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა,  სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე  ვაქცინაციას ახდენენ.


ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.


როგორც ნინო ვიბლიანმა აღნიშნა, რეგიონის მასშტაბით 25 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.


,,ყველას მოვუწოდებ აიცრას, ვინაიდან ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს“-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

 

მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, მოსახლეობის იმუნიზაციის ცენტრამდე ტრანსპორტირებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს.




კომენტარები:

ფართი შოპი