"ვფიქრობ, გვჭირდება მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება"- სოფო კილაძე

01 Jul 2018 19:27

"მინდა გამოვეხმაურო ინგა გრიგოლიაზე განხორციელებულ მუქარას. 


მოვუწოდებ შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ხელმძღვანელობას, რომ უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებიდან ინგა გრიგოლიას მისამართით მუქარის შემცველი ზარების აღკვეთა.


ვფიქრობ, გვჭირდება მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე, იმისთვის, რომ გაძლიერდეს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შესასრულებლად სავალდებულო დაცვის გარანტიები. ეს კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, როგორიც დღეს ინგას მისამართით მოხდა.


მომდევნო კვირაში აუცილებლად ჩავატარებ საკომიტეტო მოსმენას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, სადაც უნდა გამოვკვეთოთ კონკრეტული პრობლემები".


კომენტარები:

ფართი შოპი