‘’ამ არჩევნებზე წყდება ქვეყნის თავისუფლების ბედი’’ - გიორგი ნონიაშვილი

02 Sep 2021 14:34

დღეს 2 სექტემბერს, „ევროპულმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო პროპორციული სია წარადგინა, რომლის პირველი ნომერიც ოპოზიიცის საერთო კანდიდატი ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილი იქნება.

სიის ათეული ასე გამოიყურება

1- გიორგი ნონიაშვილი

2 - დათო ჟღენტი

3- ნინო ორდენიძე

4- ბესო დონაძე

5- ლაშა ჯანჯღავა

6 - თეა კოტუა

7 - გიორგი ბახტაძე

8- ალექსანდრე გურაბანიძე 

9 - მალორიტა ედიშერაშვილი

10 - თეიმურაზ გვაძბაია


„ამ არჩევნებზე წყდება ამ ქვეყნის თავისუფლების ბედი, ან ავიღებთ გეზს და დავბრუნდებით ევროპული საქართველოსკენ ან მივდივართ სამწუხაროდ ჭაობში, რომელსაც გვთავაზობს მეორე, ალტერნატიულ სცენარად „ქართული ოცნება“. ამიტომ ეს არ არის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მხოლოდ, ამას სიმბოლურად, ჩვენ, ოპოზიციურმა ფლანგმა სარეფერენდუმო არჩევნები ვუწოდეთ, იმიტომ რომ მას აქვს სიმბოლური, პოლიტიკური შინაარსი, სადაც წყდება ზუსტად ის თავისუფლების ბედი, სადაც ჩვენი შვილების მომავალი წყდება და მე მგონია, რომ ადამიანებს არ სურთ საკუთარმა შვილებმა იცხოვრონ კორუფციაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება არ არსებობს, ადამიანების უფლებები არ არსებობს და მივდივართ ჩრდილოეთისკენ, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ და ბოლო ერთი კვირის მანძილზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ეს ტენდენცია, ამ ქვეყნის ხელისუფლება როგორ ამბობს უარს ამ ქვეყნის ცივილიზებულ მომავალზე და როგორ აქცია ზურგი დასავლეთს სამწუხაროდ.“ - განაცხადა ‘’ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი