‘’ახლა ეს არის მოცემულობა, რომლის კრიტიკაშიც ვერავინ ვერ შევალთ, ამომრჩეველმა თავად უნდა შეაფასოს თუ რომელი პარტია იყო ამ საკითხებში თანმიმდევრული’’ - ლაშა დამენია

02 Sep 2021 15:19

‘’ყველა პარტიას თავისი გადაწყვეტილება აქვს, ამიტომ ამ გადაწყვეტილებების რევიზიას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოვახდენთ. “ევროპული საქართველოს” პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ცნობილი იყო, ჩვენ არც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს და არც პარლამენტში შევედით. დრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური კრიზისის მომხსნელი და სწორედ ამიტომაც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. 


ახლა ეს არის მოცემულობა, რომლის კრიტიკაშიც ვერავინ ვერ შევალთ, ამომრჩეველმა თავად უნდა შეაფასოს თუ რომელი პარტია იყო ამ საკითხებში თანმიმდევრული. 


დღეს მთავარი ამოცანა არის საერთო კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვონ ყველგან, რაც “ქართული ოცნების” დამარცხების გარანტია იქნება.’ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ლაშა დამენია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას.


ცნობისთვის ‘’ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის დოკუმენტზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.




კომენტარები:

ფართი შოპი