"ეს გახლავთ ლიტურგიკული წესი და რა ვქნათ ახლა, ეს წესი შევცვალოთ, თუ მაღალდასაჯდომელი დავანგრიოთ?"

30 Jun 2017 03:18

"დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ სურათს, რაც არის აბსოლუტური უაზრობა. მინდა გითხრათ, რომ წირვის დროს, მღვდელმთავარი სწორედ მაღალ დასაჯდომელზე ისმენს სამოციქულოს და სახარებას, ეს გახლავთ ლიტურგიკული წესი და მეტი არაფერი. 


რა შუაშია ამპარტავნება, ფარისევლობა და ათასი იდიოტობა? აღნიშნული "მაღალდასაჯდომელი", როგორც კომპეტენტურმა პირებმა აღნიშნეს, შემორჩენილია პირვანდელი სახით, ამას იმიტომ ავღნიშნავ, რომ გაისმა რეპლიკები, თითქოს ეს მეუფე კალისტრატეს მოთხოვნით გააკეთეს ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დროს. 


მეუფე კალისტრატეს აპოლოგეტი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს სხვა თემაა და სრულიად უაზრობაა აქ ამაზე საუბარი. უბრალოდ უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს უსაქმური ხალხი და რა უბედურებაა?! უბრალოდ გამკრიტიკებლებს მივმართავ!!! რა ვქნათ ეხლა ლიტურგიკული წესი შევცვალოთ თუ დავანგრიოთ ეს მაღალდასაჯდომელი? ბიჭოოო ცოტა ტვინი ხო უნდა დაატანოთ, როცა რაღაცას ამბობთ!!!" - წერს ვანო შოშიაშვილი. 


კომენტარები:

ფართი შოპი