"შევახსენებ „ნაციონალებს“, მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მაგათი რეჟიმის დარბეულ და ნაცემ ადამიანებს ვმკურნალობდი" - მურთაზ მამაგეიშვილი

01 Jul 2018 20:02

მურთაზ მამაგეიშვილი, ტრავმატოლოგი:


„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ნინო კვიტაიშვილი და ნიკა გვარამია არ ჩერდებიან, აპირებენ, ბოლომდე გამანადგურონ და სამუდამოდ ამიკრძალონ საექიმო საქმიანობა!


ნეტავ, მართლა მიმეხალა პირში, რასაც მათზე ვფიქრობდი. საერთოდ, რა ნამუსით იღებენ ეგენი ხმას. ხომ არ ჰგონიათ, ვინმეს „ნაციონალური მოძრაობის“ „საგმირო საქმეები“ დაავიწყდა? დღემდე აჭრელებულია ინტერნეტი 7 ნოემბრისა და 26 მაისს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანების შემზარავი ფოტოებით. შევახსენებ „ნაციონალებს“, მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მაგათი რეჟიმის დარბეულ და ნაცემ ადამიანებს ვმკურნალობდი. ძალაუფლება აღარ აქვთ, თუმცა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ, გამამწარონ და გამაუბედურონ უდანაშაულო ადამიანი. აი, „ნაციონალების“ ჭეშმარიტი სახე!“ - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა.



შეხსენებისთვის:


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნინო კვიტაიშვილის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ექიმი მამაგეიშვილი “ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან” გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კლინიკის დირექტორი ავცრელებს. ამასთან, დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნინო კვიტაიშვილს სამედიცინო მომსახურებაზე უარი ეთქვა.


“გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.


ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.


მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა,”- აღნიშნულია განცხადებაში. 


კლინიკაში მომდართან დაკავშირებით გუშინვე განმარტება გააკეთა ნინო კვიტაიშვილმა. “ექიმი” მამაგეიშვილი პასუხად ჩემს ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე მპასუხობს, რომ ” მეტის ღირსი ვარ” – წერს ნინო კვიტაიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი