ამბროლაურის მერობის კანდიდატი- ზვიად მხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

02 Sep 2021 18:28

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე ჭელიაღელის თემის მოსახლეობას შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო პრიორიტეტებზე, განიხილეს არსებული პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.


,,ჩვენი მთავარი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი სარგებლობდეს კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებით, ბუნებრივი აირითა და მოწესრიგებული წყალსადენი სისტემებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი სამუშაოები ხორციელდება, პრობლემები კვლავ რჩება, რომელთა გადაჭრისთვის მე და ჩვენი გუნდი მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩვენ, ერთად შევძლებთ შევქმნათ უკეთესი ამბროლაური!“ - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი