გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

02 Sep 2021 19:13

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კონკურენტებს - კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.


როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის.


„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში.


ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!


ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!“ - აცხადებს გიორგი გახარია.



კომენტარები:

ფართი შოპი