როდის ჯობს ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა?

02 Sep 2021 19:24


თანამედროვე რეალობაში, მაშინ როდესაც ვითარდება ტექნოლოგიები, მილიარდელების ერთი ნაწილი კოსმოსში პირველ ფრენებს ახორციელებენ, მეორენი კი სტელიტებით მთელი პლანეტის ინტერნეტიზაციასა და მომავალში მარსის გლობალიზაციას გეგმავს, იცვლება მიდგომები უამრავი საკითხის მიმართ. დღეს ადამიანური რესურსი უმნიშვნელოვანასია, იმისდა მიუხედავად, რომ უამრავი პროცესი უკვე ავტომატურია, ინდივიდების დაქირავება მაინც ის შეუცვლელი რამაა, რაც ყოველთვის აუცილებელი იქნება. მიდგომა იცვლება სხვადასხვა სფეროების მიმართ მიმართ, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს მაქსიმალურად მოქნილი და ეფექტური იყოს. ერთ-ერთი ასეთი დეტალი კონკრეტული საქმიანობის აუთსორსზე გატანაა, რაც საკმაოდ საინტერესო და მომგებიანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, იქმნება ისეთი კომპანიები, ვინც აუთსორსზე ახორციელებენ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელ საქმიანობას, რაც უამრავი კომპანიის მენეჯერისა და მფლობელისთვის ძალიან დიდი კომფორტია. სამყარო იცვლება და თუ გვინდა ჩვენი საქმიანობა არამხოლოდ გადარჩეს, არამედ გაიზარდოს და ფეხი უნდა აუწყოს ცვლილებებს, აუცილებელია პირველ რიგში ეს ცვლილებები მივიღოთ და დავნერგოთ ინოვაციები.


განსაკუთრებული ყურადღება ფინანსების მართვასა და ბუღალტერია ექცევა, რაც ყოველთვის აუცილებელია, რომ პროფესიონალთა გუნდა ჩაიბაროს. ბუღალტრული კომპანია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის იდეალური არჩევანია, რათა მოხდეს რესურსების ოპტიმიზაცია და წარმატების ეფექტურად მიღწევა. ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოების პრინციპი უმარტივესია - თავიდან თქვენს კომპანიას ბუღალტრული კომპანიიდან გამოეყოფა ადამიანი, რომელიც სრულად შეისწავლის არსებულ დეტალებს, მოამზადებს რეპორტს, შეიტანს კორექტირებას არასასურველ დეტალებში და ამის შესახებ გაგაცნობთ თქვენ. ამის შემდეგ კი უშუალოდ პროცესებში ჩაერთვება და საკუთარ თავზე აიღებს ფინანსურ საკითხებს. ყველაფერთან ერთად მენეჯმენტთან მუდმივი ექნება და ყოველთვის მოამარაგებს შესაბამისი რჩევებითა და არ დაგზარდებათ ყველაზე გულუბრყვილო პასუხებზეც კი მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაგცეთ. ამასთანავე, კავშირი გექნებათ კომპანიაში სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებთან, ვინც მუდმივად კავშირზე იქნებიან და რჩევების სახით სხვადასხვა გაიდლაინებს შემოგთავაზებენ, როგორ ჯობს უკეთესად გამოწვევების გამკლავება.


მუშაობის ასეთი ფორმის დროს, ბუღალტრული კომპანია საკუთარ თავზე იღებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი, დროული ბილინგი, ინვოისების კონტროლი, ჭკვიანური გამოქვითვები და რაც მთავარია მუდმივი კონსულტაციები ექსპერტებთან, რათა მოხდეს საქმიანობის სრული ოპტიმიზაცია. გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლობისას, იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, სასურველია თავადაც ჩაერთოთ პროცესებში, რადგან სხვა შემთხვევაში ბუღალტერი მხოლოდ მშრალ ციფრებზე იქნება დამოკიდებული. პარტნიორმა კომპანიამ შესაძლოა ზუსტად განსაზღვროს გასული თუ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა, თუმცა იმისთვის, რომ შედეგი მიზნების შესაფერისი იყოს, კარგი იქნება თუ ბუღალტრულ კომპანიას ეცოდინება ის კონკრეტული მიზნები და ნაბიჯერბი, რომელიც დაგეგმილი გაქვთ, რათა გაითვალისწინოს და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რჩევები მოგაწოდოთ.


იმის შესაძლებლობა, რომ რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გადანაწილებული, ფინანსები ეფექტურად მართული და ამავდროულად დროის მენეჯმენტი სწორად იყოს განსაზღვრული, სწორედ ისაა, რაც თანამედროვე ბიზნესების მთავარ მოქმედ ძრავს წარმოადგენს. საკმაო რაოდენობის ალტერნატივების ქონა კი, ის ფუფუნებაა, რომელსაც არსებული მსგავსი აუთსორს კომპანიები გვთავაზობენ და ერთიანი სინერგიით საერთო და საკუთარი მიზნების მიღწევაში გვეხმარება.


(R)



კომენტარები:

ფართი შოპი