რა არის ფულადი გზავნილი

02 Sep 2021 19:26

მოგზაურობა ადამიანის ბუნებისთვის მკვეთრად დამახასიათებელი ნიშანია, ეს ერთგვარი ინსტინქტია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საჭირო იყო და რომელიც ასე გაჯდა ჩვენს გონებაში. ყველა ადამიანს აქვს ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესი, მართალია ინტერნეტის ეპოქაში ყველაფრის ნახვა, შეცნობაა შესაძლებელი ვირტუალურად, ციფრული სივრცით, თუმცა ინტერესი ფიზიკურად გადაადგილებაზე მაინც არ ქრება. ადამიანები მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, არ აქვს მნიშვნელობა დასვენებას ემსახურება ეს, სწავლას თუ მუშაობას, ფაქტი ერთია - ადამიანები მუდმივ მოგზაურობაში ვართ.


დღევანდელ რეალობაში ბევრად მარტივია ერთი ადგილიდან მეორეში მოხვედრა, ვიდრე თუნდაც ეს 50 წლის წინ იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი ადამიანის ინტერესებზე ბევრად უფრო მორგებული გახდა. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ადამიანები ყოველწლიურად ცდილობენ განვითარებულ ქვეყნებში გადასვლას და საკუთარი შრომით ფინანსების მოგროვებას, რომელიც შემდეგ საკუთარ ოჯახს დაეხმარება. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის მომსახურებებზე წვდომა ქონდეს და რაც მთავარია, კომფორტული იყოს. მნიშვნელოვანია ფინანსების ერთი ადგილიდან მეორე ადგილას სწრაფად და უსაფრთხოდ გაგზავნა, რაზეც სხვადსხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაციები ზრუნავენ, რომ დღითიდღე უფრო მეტად დაიხვეწოს. დღეს ფულის გაგზავნა ყველაზე მარტივი გზავნილების საშუალებითაა.


ფულადი გზავნილი ფინანსური პროდუქტია, რომლის შესაძლებლობითაც შეგიძლიათ თანხა მესამე პირს გავუგზავნოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ფულადი გზავნილები შესაძლებელია მიიღოთ ან გაგზავნოთ ბანკების, მიკროსაფინანსო თუ სხვა ფულადი გადარიცხვების განამხორციელებელ დაწესებულებაში. მისი გაგზავნა შესაძლებელია სასურველ ვალუტაში. სასურველ ქალაქში გაგზავნისას უნდა დარწმუნდეთ და გაგზავნამდე წინასწარ დააზუსტოთ ფუნქციონირებს თუ არა გზავნილის კონკრეტული სისტემა ამ ქალაქში. როგორც წესი, გზავნილის გაგზავნა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაშია შესაძლებელი. გზავნილის გაგზავნისას აუცილებლად უნდა დააზუსტოთ ის დრო, თუ რა პერიოდში მიიღებს ადრესატი გზავნილს.


გზავნილის უპირატესობა მისი სისწრაფეა - თანხის მიღება საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე პირად ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვა. ასევე, მისი გაგზავნა ხორციელდება საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე. გზავნილის გაგზავნისას მას მიენიჭება უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება და შემდეგ განაღდება. მიმღები პირი გზავნილის განაღდებას ბანკომატის, ავტომატური გადახდის აპარატისა და უშუალოდ ბანკში სტუმრობისას შეძლებს. მისი გაგზავნა შესაძლებელია როგორც ელეტქრონულად ინტერნეტ ბანკის  საშუალებით, ასევე ფილიალში ვიზიტით.


ფულადი გზავნილის გაგაზავნისას, როგორც წესი, აუცილებელია ისეთი მონაცემების დაფიქსირება, როგორიცაა მიმღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაძლოა დამატებით საკონტაქტო ნომერი. ასევე, გაითვალისწინეთ, თან უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც შემდეგ წარადგენთ. თანხის მიღებისთვის თანხის მიმღებმა პირმა აუცილებლად უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თანხის გამომგზავნის მონაცემები, გზავნილის უნიკალური ნომერი და დაასახელოს გამოგზავნილი თანხის რაოდენობა და ვალუტა. გაითვალისწინეთ, გზავნილის გაგზავნისას მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. გზავნილის უნიკალური კოდის მიღებისას არ გადასცეთ მესამე პირს, გაანდეთ მხოლოდ მიმღებს და ამით თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ ხარვეზებს.


(R)



კომენტარები:

ფართი შოპი