სად ინახება მონაცემები?

02 Sep 2021 19:28


თენამედროვე რეალობაში კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გაციფრულების გზას დაადგნენ და რაც შეიძლება სწრაფად დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები და აითვისონ ინოვაციები. დღევანდელ დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და მისი სწორად მართვა ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის ორგანიზაციისთვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე გამოწვევები თანამედროვე გადაწყვეტის გზებს საჭიროებს. შესაბამისად, ჩნდება აუცილებლობა, რომ აღნიშნული სფერო კომპანიის ფუნდამენტშივე გათვალისწინებული იყოს და შესაბამისი პრიორიტეტი ჰქონდეს. თანამედროვე ეპოქაში ყველაზე დიდი განჯი ინფორმაციაა, რომელიც ყველაფერზე მეტად ფასობს, აქედან გამომდინარე, კომპანიებისთვის აუცილებელია მაქსიმალურად იყოს დაცული მათი პირადი ინფორმაცია, მასზე წვდომა კი განსაზღვრული და განაწილებული იყოს, ხოლო ამ ინფორმაციის გადაცემა ეფექტურად ხდებოდეს.


დროის მსვლელობასთან ერთად, როდესაც იზრდება კომპანია, შესაბამისად იზრდება მისი ინფორმაციაც, რაც ბუნებრივი მოვლენაა და ამისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი მენეჯერი. ინფორმაციის ზრდასთან ერთად საჭიროება ჩნდება, რომ სერვერი მოწესრიგებული იყოს, საჭიროების შემთხვევაში კი მისი მოცულობა გაიზარდოს, ამიტომაც აუცილებელია პერიოდული მონიტორინგი. დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ტემპი ძალიან მაღალია, შესაბამისად წლიდან წლამდე იქმნება უფრო მეტად გაუმჯობესებული და დახვეწილი ტექნოლოგიები, რაც ისეთი პროექტების შემუშაბეის შესაძლებლობას იძლევა, რომლის შესრულებაც ამ დრომდე მხოლოდ თეორიულად იყო შესაძლებელი.


ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც ინფორმაციას ციფრულად ინახავს ან ციფრულ სივრცესთან რაღაც დოზით მაინც აქვს გადაკვეთა, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი ტიპის სერვერები. აღნიშნული დეტალი უზრინველყოფს ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად გადამისამართებას. სერვერებზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინფორმაცის შენახვა, რომელზე წვდომაც მიზანშეწონილია, რომ შეზღუდული იყოს, დაშვება კი პრიორიტეტის მიხედვით იყოს შესაძლებელი. ეს ყოველივე წარმოშობს აუცილებლობას, რომ მონაცემთა შენახვის სისტემა სრულად გამრთული და ფუნქციური იყოს. სერვერები წარმოადგენს პროგრამულ და აპარატურულ კომპლექსს, რომელიც ინახავს დიდი ოდენობით ინფორმაციას და მის სწორად მართვას უზრუნველყოფს. როგორც წესი, კომპანიებში ინფორმაცია ინახება ადგილობრივ მყარ დისკზე, რომლის მთლიანი მოცულობაც შეიძლება ასობით ტერაბაიტსაც კი მიაღწიოს. ამ დროისთვის მთავარი საცავი მედია მყარი დისკებია, რომელთა მოცულობამ ცოტა ხნის წინ 1 ტერაბაიტს მიაღწია.


კომპანიის სწორად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს ინტეგრირებული მონაცემთა შენახვა-დამუშავების განაწილებული სისტემა, რომელიც მთელი რიგი პროგრამულ და აპარატურულ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთიან სისტემას ქმნის, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიებს აერთიანებს. ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს კომპანიებში გამოიყენებენ როგორც მონაცემების შესანახად, ასევე მათი გადაცემისთვისა და დამუშავებისთვის.


თანამედროვე რეალობაში მენეჯერმა უნდა გაიაზროს კომპანიის ინფორმაციის მნიშვნელობა, მისი დაცვა კი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მისი გაჟონვის შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს. ამისათვის მნიშვნელოვანია სისტემა კარგად გამართული იყოს. ხშირი შეცდომა პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაა, განსაკუთრებით ბიზნესის კეთების საწყის ეტაპზე, როდესაც საკუთარი ინფორმაციის სწორად მართვასა და დაცვაზე მეტად შესაძლოა სხვა პრობლემა უფრო პრიორიტეტულად მიგაჩნდეს და ეს კონკრეტული სფერო მომავლისთვის გადადო, თუმცა რეალურად ზუსტად ასეთი ინფანტილური მიდგომა აზიანებს ბევრ კომპანიას. მნიშვნელოვანია მონაცემები უსაფრთხოდ იყოს დაცული, ინფორმაციისთვის კი თანამედროვე ტიპის სერვერი იყოს ინტეგრირებული.


(R) 



კომენტარები:

ფართი შოპი