„ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვებისთვის კვლავ ჩვეულ მოსყიდვის ხერხებს მიმართავს“ - აჰმედ იმამკულიევი

02 Sep 2021 19:43

‘’მარნეულში, სოფელ ჯანდარაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ხახულაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. კერძოდ, მისი წარმომადგენელი ამომრჩევლებს პირდება, რომ ხელისუფლების წარდგენილი კანდიდატი საკუთარი ხარჯებით დაუგებს გზას თუ სანაცვლოდ არჩევნებში მმართველ გუნდს შემოხაზავენ. 


ჩვენ უკვე მივმართეთ ამ მოსყიდვის ფაქტის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ პრესცენტრს, თუმცა არანაირი უკურეაგირება არ ყოფილა.  მივმართავთ ხელისუფლებას დაუყონებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ მათი მხრიდან რეაგირება იქნება, რადგან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელწერას წარმოადგენს არჩევნებში ხმების ნებისმიერი გზით მოპოვება.’’ - ამის შესახებ ‘’ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა მარნეულში, აჰმედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.



კომენტარები:

ფართი შოპი