საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შსს-ს ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

02 Sep 2021 20:07

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის შსს-ს ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმა უმასპინძლა.


,,ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას პრეზენტაციის სახით წარედგინა ინფორმაცია ეროვნული გვარდიის შესახებ. საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის რეზერვის, მობილიზაციისა და რეკრუტირების სისტემის განვითარების საკითხებს, ასევე ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის ბოლოს გენერლებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




კომენტარები:

ფართი შოპი