კახა კუჭავა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, ბოდიში უნდა მოუხადოს თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და შემდეგ ისაუბრონ

02 Sep 2021 21:47

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, ბოდიში უნდა მოუხადოს თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და შემდეგ ისაუბრონ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეთანხმებისთვის ხელი თავიდანვე რომ მოეწერათ, დღეს სულ სხვა რეალობა იქნებოდა.


„კარგად მახსოვს მე და თითოეულ თქვენგანს, როდესაც, პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რამდენი ლანძღვა-გინება, ფურთხება მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ეს გაბედეს, განსაკუთრებით ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს. 


„ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, ბოდიში უნდა მოუხადოს თითოეულ პოლიტიკოსს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და შემდეგ ისაუბრონ. პარტიულად რაც აწყობთ, მხოლოდ ამის მიხედვით ახდენენ რეაგირებას ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე! მათ რომ თავიდანვე ხელი მოეწერათ, დღეს ვიქნებოდით სულ სხვა რეალობის წინაშე,“- განაცხადა კახა კუჭავამ.


ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერა.



კომენტარები:

ფართი შოპი