სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი 2 ივლისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებას დახურავს. აღნიშნულ ინფორმაციას TV იმედი ავრცელებს.
სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება რამდენჯერმე მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. როგორც სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში წერია, საპატიმროში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია.
ამ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები.