McDonald’s-ი სამუშაო ძალის ნაკლებობის გამო, 14 წლის ახალგაზრდებს დაასაქმებს

03 Sep 2021 11:49

მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების ქსელი McDonald’s-ი სამუშაო ძალის ნაკლებობის ფონზე, მზად არის აშშ-ში 14-15 წლის ახალგაზრდები დაასაქმოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


როგორც გამოცემა წერს, McDonald's-ის ფრანჩაიზის მქონე რესტორნების მფლობელების თქმით, კომპანიას სამუშაო ძალის ასეთი ნაკლებობა ბოლო 40 წლის მანძილზე არ ახსოვს.


თავდაპირველად, აშშ-ში მდებარე McDonald's-ის ფრანჩაიზის მქონე რესტორნები სამუშაო ძალის მოზიდვას ანაზღაურების გაზრდით შეეცადნენ, თუმცა 15 აშშ დოლარამდე გაზრდილმა ანაზღაურებამაც ვერ გამოიწვია მოსახლეობის დიდი ინტერესი.


გამოცემა წერს, რომ როგორც McDonald's-ის ერთ-ერთი ფრანჩაიზის მქონე რესტორნების მფლობელი ჰიტერ კენედი აცხადებს, მას შემდეგ რაც კომპანიამ ვაკანსია 14 წლის ახალგაზრდებისთვის გამოაცხადა, 25-ზე მეტი აპლიკანტის განაცხადი მიიღო ბოლო ორი კვირის განმავლობაში.


გამოცემის მიხედვით, McDonald's-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მზად არის სამუშაო ძალის ნაკლებობა არასრულწლოვანი მოქალაქეების დაქირავების ხარჯზე აღმოფხვრას, აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ მეთოდს აქტიურად იყენებს Amazon-ი, Burger King-ი და Wendy's-ი.




კომენტარები:

ფართი შოპი