"ვარექ სი მართალ კოჩი გახარია, მეგრული არ ესმის მას, მაგრამ უთარგმნიან - "ნაციონალური მოძრაობის" დანამატი გახდი გახარია!" - ირაკლი ზარქუა

03 Sep 2021 12:35

"ვა­რექ სი მარ­თალ კოჩი გა­ხა­რია, მეგ­რუ­ლი არ ეს­მის მას, მაგ­რამ უთარ­გმნი­ან - არა­ფერ­ში ეს არ წე­რია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ნა­მა­ტი გახ­დი გა­ხა­რია!" - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იყოს თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი.


რო­გორც ზარ­ქუა აღ­ნიშ­ნავს, გა­ხა­რი­ამ იცის, რომ გა­მარ­ჯვე­ბის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ აქვს და წა­გე­ბულ ომში შე­დის, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ამო­ცა­ნა მხო­ლოდ ის არის კა­ლა­ძეს ხმე­ბი და­აკ­ლოს და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მე­ო­რე ტურ­ში გა­იყ­ვა­ნოს.


"ჩემ­თვის გა­ხა­რია არის ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. თქვენს წი­ნა­შე ვდგა­ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი იმის­თვის, რომ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად თავი ამე­რი­დე­ბი­ნა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მას უყე­ნებ­დნენ პრე­ტენ­ზი­ებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" კავ­შირ­ზე, არ მე­ჯე­რა - გულ­წრფე­ლად გე­ტყვით და აღ­მოჩ­ნდა, რომ ვცდე­ბო­დი.


ზუს­ტად იცის გა­ხა­რი­ამ, კა­ხის­თან ბრძო­ლა­ში თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ გა­აჩ­ნია, ზუს­ტად იცის, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა ასე­თი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" მეტს ვერ აი­ღებს და რა გა­მო­დის? უბ­რა­ლოდ მავ­ნებ­ლობს. ის გან­ცხა­დე­ბა როცა თქვა, რომ კახა უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა და მის კონ­კუ­რენ­ტად ყოფ­ნა­ზე უარს ამ­ბობს, ახლა შეც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ცრუ­პენ­ტე­ლა და ორ­პი­რი კაცი აღ­მოჩ­ნდა.


ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცის, დე­და­ქა­ლაქ­ში თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც არ აქვს, რომ გა­ი­მარ­ჯვოს, უფრო მე­ტიც, არც იმის შან­სი აქვს, მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვი­დეს, ერ­თა­დერ­თი მისი ამო­ცა­ნა და დაკ­ვე­თა, რო­გორც ვლინ­დე­ბა არის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხელი შე­უ­წყოს იმა­ში, რომ კახი კა­ლა­ძემ ქუ­ლე­ბი და­კარ­გოს. არ გა­მო­უ­ვა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, კახი კა­ლა­ძე პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში მო­ი­გებს, შე­იძ­ლე­ბა 60%- ით არა, 55 პრო­ცენ­ტით, მაგ­რამ ამან გა­ხა­რი­ას კი­დევ ერთხელ ჩა­მოხ­სნა ნი­ღა­ბი. ვა­რექ სი მარ­თალ კოჩი გა­ხა­რია, ეს არა­ფერ­ში არ წე­რია, მეგ­რუ­ლი არ ეს­მის მას, მაგ­რამ უთარ­გმნი­ან.


არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გი, წა­გე­ბულ ომში შეხ­ვე­დი, თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც რომ არ გაქვს რომ მო­ი­გებ და მა­ინც შე­დი­ხარ ამ ბრძო­ლა­ში, ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა ის არის, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ქუ­ლე­ბი და­ა­კარ­გი­ნო შენი ჭკუ­ით და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­იყ­ვა­ნო მე­ო­რე ტურ­ში. მე ამის არ მჯე­რო­და, მაგ­რამ გუ­შინ­დე­ლი შენი ნა­ბი­ჯით ნი­ღა­ბი ჩა­მო­გეხ­სნა. მე პირ­დად მზად ვარ, სა­დაც გინ­და, რო­მელ ეთერ­შიც გინ­და, დავ­ჯდეთ დე­ბა­ტებ­ში, თუ გინ­და შენს „მთა­ვარ არხზე“, იქ გე­ტყვი სათ­ქმელს და შენც მო­გის­მენ, რა გაქვს სათ­მე­ლი, არას­წო­რი ნა­ბი­ჯია, არა­ფერ­ში არ წე­რია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ნა­მა­ტი გახ­დი ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ,"- გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.




კომენტარები:

ფართი შოპი